გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბასილაშვილი დღეს მეორე წრის მატჩს ითამაშებს

4-07-2019

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მეორე წრის შეხვედრას ჩაატარებს ბრიტანელი დანიელ ევანსის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 61-ე ჩოგანია.


მან პირველ წრეში არგენტინელი ფედერიკო დელბონისი დამაჯერებლად, სამ სეტში დაამარცხა – 6:3, 7:6, 6:3.


ევანსისთვის ეს იყო ამ სეზონში ბალახის კორტებზე მე-13 მოგება.


ბრიტანელი უიმბლდონისთვის ჩელენჯერის ტურნირებზე ემზადებოდა და ამ სერიის ზედიზედ ორი ტურნირის მოიგო – სარბიტონსა და ნოტინგემში. გარდა ამისა, გასულ კვირას, ისტბურნში ATP-ის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.


ევანსს უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როცა მესამე რაუნდამდე (1/16 ფინალი) მიაღწია.


ბასილაშვილმა პირველ წრეში ასევე ბრიტანელი ჯეიმს უორდი დაამარცხა ხუთ სეტში – 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6. აღსანიშნავია, რომ ქართველი მესამე სეტსაც ბრეიკით აგებდა და შეძლო თამაშის შემოტრიალება. ნიკამ ამ მოგებით შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.


ბასილაშვილი და ევანსი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში.


ბუკმეიკერების ფავორიტი ევანსია – მის მოგებაზე კოეფიციენტია 1.3.


მატჩი თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.




https://1tv.ge/




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031