გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საზოგადოება უნდა შეთანხმდეს , რომ აქ კატეგორიულად დაუშვებელია დესტრუქციული და რევანშისტული ძალების შეჭრა სახელმწიფო ინსტიტუტში

4-07-2019

,, ევროპაში ან ამერიკაში, როდესაც ხდება ძალადობა სახელმწიფოზე, მათ წარმომადგენლებზე, პოლიციელებზე, ხდება ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი არის ძალისმიერი ბუნებრივია. სხვაგვარად ვერ მოხდება თავდასხმის მოგერიება და აღკვეთა, ეს არის პოლიციელის, პოლიციელთა უშუალო მოვალეობა”,- განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება მასზედ , რომ ძალადობის წამქეზებლებიც და ასევე სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებიც უნდა გამოიძიონ.

,, რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში ქალმა თეთრ სახლთან გაიარა, თეთრი სახლის მიდამოებში უსაფრთხოების ჯებირი გადალახა და არ დაემორჩილა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს. გაიქცა, კონგრესამდე სდიეს და სამწუხაროდ, პირდაპირ ეს ქალი დამიზნებით, რამდენიმე ოფიცერმა მანქანაში ჩაცხრილა კონგრესთან, საბედნიეროდ ბავში იჯდა მანქანაში და გადარჩა. პოლიციელი იმისთვის არის დაქირავებული, რომ მან აიტანოს ტკივილი, თავდასხმა, მაგრამ გარკვეულწილად ყველაფრის მოთმენა არ შეიძლება და უნდა აღიკვეთოს გავეშებული. ჩვენ ვხედავთ გავეშებულ შეტევებს ათენში იქნება თუ სხვა ქალაქში, გავეშებულ შეტევებს ყოველთვის პასუხობენ ძალით და ეს ძალა მტკივნეულია ბუნებრივია. რასაკვირველია, საზოგადოება თანხმდება როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და საელჩოების განცხადებებიც ვნახეთ, რომ ძალადობის წამქეზებლებიც უნდა გამოიძიონ და უნდა გამოიძიონ ასევე ისინი, ვინც სავარაუდოდ გადაამეტა თავისი უფლებამოსილებას, თავისი მოვალეობის შესრულებისას”,- განაცხადა გია აბაშიძემ

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ უნდა გადამდგარიყო, თუ რევანშისტული ძალა შეიჭრებოდა პარლამენტში და ამის აღკვეთა ვერ მოხდებოდა.

,,საზოგადოება თანხმდება , რომ თუ დესტრუქციული, რევანშისტული ძალა შეიჭრებოდა პარლამენტში, შეიჭრებოდა ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოში, მაშინ უნდა გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ახლა უნდა გამოვიძიოთ ის რაც მოხდა, სავარაუდო გადამეტება მოხდა ბუნებრივად თუ ზოგან შეიძლება ეს მიზანმიმართული იყო . პროცესი გამჭვირვალეა, ჩართულია სახალხო დამცველის ოფისი და უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი. ჩვენ ყველა ვიმეორებთ იმას რაც თქვა მინისტრმა გახარიამ , გადავდგები , როდესაც ქვეყანას ავაცილებ დესტრუქციულ და ქვეყნის აყირავების მცდელობებს ამასთანავე ბოლომდე გამოვიძიებ რა მოხდა , როგორ მოხდა , ვინ წააქეზა შტურმისთვის და ვინ გამოიყენა საბოლოოდ გადამეტებული ძალა", - განაცხადა გია აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930