გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: 26 მაისს შტურმი არ იყო, გვახსოვს როგორ მოაქციეს ხალხი ალყაში და როგორ გაუსწორდნენ

4-07-2019

ექსპერტი გია აბაშიძე 2011 წლის 26 მაისს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ შტურმი არ იყო.

"26 მაისი გავიხსენოთ, მაშინ შტურმი არ იყო, გადაკეტილი იყო ცენტრალური გამზირი და მათი დაშლა შეიძლებოდა, მაგრამ რა ქნეს? ეს ხალხი მოაქციეს ყულფში, ალყაში მოაქციეს და გვესმოდა თავისუფლების მოედნიდან ახალაია, რომ მოდის მეტი დაკავებული, მეტი პრემია. გვახსოვს რუსთაველის კინო თეატრში თუ სხვაგან შესული ადამიანები, როდესაც თავშესაფარს ეძებდნენ . პარალელი არ მინდა გავავლო, მაგრამ მინდა შევახსენო იმ უტიფრებს, მოკლე და შერჩევითი მეხსიერების ადამიანებს, რომლებიც ეხლა დემოკრატიის მანტიით არიან, მაშინდელ რეჟიმში რომ იყვნენ და ახლა ადვოკატები, უფლებადამცველები რომ გახდნენ, შევახსენოთ მათ ეს პარალელი" - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, დესტრუქციულ და რევანშისტულმა ძალებმა არ უნდა გაბედონ, რომ შეიჭრან სახელმწიფო ინსტიტუტში.

"საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს, რომ აქ კატეგორიულად გამორიცხულია ნებისმიერი მთავრობა ახლანდელი, იმის შემდეგ თუ იმის შემდეგ დესტრუქციულ და რევანშისტულმა ძალებმა არ უნდა გაბედონ, რომ შეიჭრან სახელმწიფო ინსტიტუტში. საზოგადოება ამას გასცემს პასუხს და უწინარესად გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ამ წამქეზებლებს , რომლებმაც ეს უდანაშაულო ხალხი მე ასე ვიტყოდი წააქეზეს" - განაცხადა გია აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930