გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარლო კოპალიანი: გახარიამ ქვეყანა უზარმაზარ ქაოსს გადაარჩინა, კიდევ ერთ ქაოსს ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანდა, ამიტომ ის არ უნდა გადადგეს

4-07-2019

„გიორგი გახარიამ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრმა, ქვეყანა ჩამოშლას და უზარმაზარ ქაოსს გადაარჩინა, კიდევ ერთ ქაოსს ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანდა, ამიტომ ის არ უნდა გადადგეს“ - განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

„გიორგი გახარიას გადადგომაზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რაც მე წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებში მინახავს. გახარიამ გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვისაც ხელი წაუცდა, ან რომელ ტვინშიც მოიხარშა ეს უბედურება, რომ ძალადობრივი გზით მოეხდინათ ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში მოსულიყო ძალა, რომლის მმართველობაც კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

მისი თქმით, 2007 წლიდან ყველა აქციის მონაწილეა და კარგად ახსოვს, როგორ ხდებოდა აქციების დაშლა, დარბევა და როგორი უბედურება მოყვებოდა ხოლმე ამას, ახლა კი სულ სხვა მოცემულობაა. 

„როდესაც დგას პოლიციის კორდონი, იცავს სახელმწიფო დაწესებულებას - უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ერთ ნაბიჯსაც არ დგამს წინ და როცა დესტრუქციული ძალების მიერ აღგზნებული ახალგაზრდობა ყველანაირად ცდილობს პოლიციელების ცემას, ჩაქოლვას და უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ქვებს ისვრის და ამ დროს პოლიციელი ავლენს საოცარ მოთმინებას, ერთ ნაბიჯსაც არ დგამს წინ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე“ - აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930