გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: მზად ვარ მათივე ეთერში ვამხილო "რუსთავი 2" ტყუილში და მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, კანონის სახელით ვებრძოლო სიცრუეს

7-07-2019

"მეგობრებო, "რუსთავი 2"-ში გასულ ცრუ სიუჟეტს აუცილებალად უნდა გამოვეხმაურო, ვინაიდან ეს ცრუ მანქანა ფეხქვეშ თელავს ყველანაირ მორალურ პრინციპებს, ცდილობს ჩემს პერსონალურ დისკრედიტაციას და ასევე ჩემს ოჯახზე ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას" - ასე აფასებს შაბათის "კურიერში" დეპუტატების შესახებ გასულ სიუჟეტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

ის სიუჟეტში მასსა და მის ოჯახზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე საუბრობს და წერს, რომ ტელევიზია იტყუება.

"ჩემზე და ჩემს მეგობარ დეპუტატებზე ყალბი სიუჟეტი გააკეთეს, თურმე "ცარიელი ჯიბეებით" დაგვიწყია პოლიტიკური ცხოვრება.

ცრუ რუსთავი 2 იტყუება, თითქოს საცხოვრებელი სახლი, სადაც მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ მშენებარეა და ისე წარმოაჩენს თითქოს პარლამენტში შესვლის შემდეგ შეიძინა ჩემმა ოჯახმა. 

სინამდვილეში მიწის ნაკვეთი ჩემი მეუღლის ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო სახლის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა და ამ სახლში 2015 წელს, ანუ პარლამენტში შესვლამდე, ვცხოვრობთ ოჯახი!

ყალბმა ტელევიზიამ კი მოიტყუა და სიუჟეტში არ აჩვენა ჩემი სახლი, რომელსაც არა აქვს აუზი!!!

კარგად დაიმახსოვრეთ, რომ რუსთავი 2 და მთელი თქვენი ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ვერ დაგვაზიანებთ, ყოველთვის ღირსეულ და საკადრის პასუხს გაგცემთ!!! 

მზად ვარ მათივე ეთერში ვამხილო რუსთავი 2 ტყუილში და ასევე მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა კანონის სახელით ვებრძოლო სიცრუეს" - წერს ანრი ოხანაშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930