გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

8-07-2019

,,ეს არის უკონტროლო რუსოფობიის ნათელი მაგალითი", - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ,,რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა PS-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფას.


,,მოსკოვი კატეგორიულად გმობს, უპრეცენდენტო, მდაბიო გამოხტომას, მიუღებელ, უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით. რუსეთი მომხდარს განიხილავს, როგორც მორიგ პროვოკაციას, ქართველი რადიკალური ძალების მხრიდან, რომელიც მიმართულია რუსეთ -საქართველოს ურთიერთობის დაზიანებისკენ. 


ამჟამინდელი ინციდენტი არის გაუგონარი, ნათელი მაგალითი იმის, თუ სად მივყავართ რუსოფობიას. 20 ივნისს, რუსულ საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავევით, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალების გამართლება არ დაიწყო და საკუთარ თავში იპოვა ძალა და გაემიჯნა პროვოკატორებს და დაგმო მათი ქმედება. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში. ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო, რეგიონული ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. მსგავს გამოვლინებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


7 ივლისს, გადაცემა ,,PS -ში" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. 


https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031