გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვეს

11-07-2019

4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს.


როგორც ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განაცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. "ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ იცოდა სად მიჰყავდა მამამისს", - აცხადებს თაკო გოგსაძე.


როგორც 4 წლის გოგონას დედა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, შვილი მას სამართალდამცავებმა უვნებელი დაუბრუნეს. თაკო გოგსაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებით რუსთავის პოლიციას გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის. მისი თქმით, რომ არა რუსთაველი სამართალდამცავების აქტიური და გულმოდგინე მუშაობა, შვილს ვერასდროს დაიბრუნებდა.


დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია 8 დღის განმავლობაში აწარმოებდა.


შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს თაკო გოგსაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილისა და ბავშვის მამის ფოტოები და ხალხს მათ პოვნაში დახმარება სთხოვა. “თუ ვინმემ სადმე ნახეთ ეს ბავშვი და კაცი, გთხოვთ, მაშინვე მომწეროთ. ან ქუჩაში ან მარშუტკაში… მეოთხე დღეა, ვეძებთ. მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ”, – წერდა ბავშვის დედა.


როგორც თაკო გოგსაძე აცხადებს, ის საზოგადოებას აუცილებლად მოუყვება ყოფილი ქმრის მიერ შვილის მოტყუებით წაყვანასთან დაკავშირებულ დეტალებს და იმას, თუ რა პირობებში ატარა მამამ 4 წლის გოგონა ბათუმიდან აფხაზეთამდე.


როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.


https://inforustavi.ge/



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930