გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ მაღლაფერიძე: გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებ

11-07-2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“ - ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

მისი აზრით, გვარამიას ნათქვამი „ღვინოში ჩაგიფსამთო“, უბრალოდ წამოროშვა არაა და ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკუტ კოდს ანგრევს.

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს.

„საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო!

"ღვინოში ჩაფსმის" მსურველთა
ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).

სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და "ღვინოში ჩაფსმას" არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!

ჩააფსამენ კი არა, "ღვინოში ჩაფსმაა" მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს "ვით საყდრის ჩიტი".

სწორედ ამ უხილავს და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და "ღვინოში ჩაფსმაც" ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვის და მოსპობის რიტუალია.

"ღვინოში ჩაფსმა" არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს - ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.

ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, "ღვინოში ჩაგიფსითო", ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა.

გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს!

თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს!“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ „რისთავი 2“ - ის ეთერში შემდეგი რამ თქვა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930