გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთმა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს პროექტს, "ცოცხალი წიგნები" უმასპინძლა

16-07-2019

ლანჩხუთმა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს პროექტს, "ცოცხალი წიგნები", უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

პროექტის ხელმძღვანელი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძეა. ლანჩხუთს მასთან ერთად სტუმრობდნენ: ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა ლაშხია, როინ აბუსელიძე, ეკა კვიციანი, მანონ ბულესკირია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, ბადრი სულაძე, გენრი დოლიძე, გიორგი კაკაბაძე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე.

პოეტებმა თავიანთი შემოქმედება გააცნეს ლანჩხუთელებს, რომლებიც სულგანაბულნი უსმენდნენ თანამედროვე შემოქმედებს. საღამოს არ ტაში აკლდა და არც ოვაციები.

"დიდი მადლობა ლანჩხუთს ასეთი დახვედრისთვის. მიხარია, რომ გურია მუდამ აქტიურია და მუდამ ასეთი სითბოთი და სიყვარულით გვღებულობს. გასაკვირიც არაა, ეს ნოდარ დუმბაძის გურიაა" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქეთევან დუმბაძემ.

"დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს, ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს, რომ ლანჩხუთელებს ასეთ დღესასწაულს გვჩუქნის და გვანებივრებს თანამედროვე მწერლებისა და პოეტების ხილვითა და მოსმენით" - დასძინა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი"ცოცხალი წიგნები" საგანმანათლებლო პროექტია და მისი მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მკითხველებთან შეხვედრა, პოეზიის საღამოების გამართვა და დისკუსიების საინტერესო თემებზე. ამას გარდა, პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ნიჭიერი შემოქმედების გამოვლენას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930