გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ყავლაშვილი: აშკარაა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები

16-07-2019

„რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ეს არის 220 მუხლი, ასევე 182 და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა. ეს არის გაუგებარი, თუ რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები პრაქტიკულად დამალული იქნა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში. უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი დამფუძნებელი ერთი-ერთი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, 18 ივლისს გამოქვეყნდება სტრასბურგის გადაწყვეტილება და მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არსებითად შეცვლის ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაკლებია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930