გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უბედური შემთხვევა თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

16-07-2019

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში.


ისანის რაიონში დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.


როგორც ,,პირველს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930