გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

16-07-2019

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.


საკითხი განსახილველად უახლოეს სესიაზე გავა.


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.


ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება.


ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.


შესაბამისად, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.


20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.


https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930