გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა დევიდ მაკალისტერს შეხვდა

17-02-2018

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბულგარეთში იმყოფება.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში, სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო კურსის მთავარ მიზნებზე, მისწრაფებებსა და ამ გზაზე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მხარეებმა, საქართველოს პარლამენტის ევროპარლამენტთან თანამშრომლობა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატებული ფორმირების საკითხები და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.

„ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარებაზე ასევე, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოტენციალზე და ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031