გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

17-07-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ფონდის ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) პროგრამის მენეჯერს, თამარ ნასყიდაშვილს და ასოციაცია ,,ათინათის“ წარმომადგენელს, ხათუნა გადელიას შეხვდნენ. 

საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, საკრებულოს წევრი, თამარ სალაყაია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა ესწრებოდნენ, თამარ ნასყიდაშვილმა AAH პროგრამის ფარგლებში დასაქმების და მეწარმეობის მეთოდოლოგიაზე, ფონდის საქმიანობაზე და განხორცილებულ პროექტებზე ისაუბრა.

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყოს დევნილთა და ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მათ ჩართულობას დასაქმების და მეწარმეობის კუთხით. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, პროექტის ფარგლებში, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930