გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია გიორგი გუგავას განცხადებაზე დავით გარეჯის საკითხზე: ასეთი ე.წ. ვარაუდები უბრალოდ უსინდისობაა

19-07-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ლეიბორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გუგავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარეჯი რუსთავი2-ში გაცვალა. 

“ევროპულმა სასამართლომ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის და ავტორიტეტის სასამართლომ, კონკრეტულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შინაარსი შეუძლებელია აიხსნას რაიმე სხვა ფაქტორით გარდა ერთისა- სასამართლომ ტრადიციულად საქმის დეტალურად გამოკვლევის, მოუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით და მაღალი სტანდარტებით იხელმძღვანელა, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და ამის აღქმა და ინტერპრეტირება სხვანაირად ანუ იმგვარად რომ მიზეზები ეძებო ამისგან სრულიად დამოუკიდებელ საქმეებში და საკითხებში, სხვა არაფერია თუ არა ევროპული სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედება მოქალაქეების თვალში მისი რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის მიზნით. ხოლო უაღრესად მგრძნობიარე, ეროვნული თემების ამ საკითხთან დაკავშირება კი უბრალოდ უსინდისობაა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930