გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში 25-ე ჩოგანია

23-07-2019

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500 კატეგორიის ტურნირი დაიწყო, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 26 წლის ბოლივიელ უგო დელიენისთან იწყებს ასპარეზობას.


ჩვენი თანამემამულე ამჟამად ლაივ რეიტინგში 1485 ქულით 25-ე ადგილს იკავებს. მას ჰამბურგის ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულის რანგში 510 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. ასე რომ, ნიკასთვის მიმდინარე ტურნირზე ყოველი ეტაპის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ოცეულში მაინც დაბრუნდეს.


ჰამბურგის ტურნირზე განთესილთა სია ასე გამოიყურება:


1. დომინიკ ტიმი (ავსტრია),
2. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია),
3. ფაბიო ფონინი (იტალია),
4. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო),
5. ბენუა პერი (საფრანგეთი),
6. ლასლო ჯერე (სერბეთი),
7. იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია),
8. კრისტიან გარინი (ჩილე).


შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან ჰამბურგში, ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930