31-07-2019
საბერძნეთში კიდევ ერთი მიწიძვრა მოხდა.
5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ კრეტაზე დაფიქსირდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
28 ივლისს საბერძნეთში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ათენიდან 24 კილომეტრის მოშორებით და ქალაქ მაგულადან 7 კილომეტრში მდებარეობდა. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
19 ივლისს საბერძნეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაშინაც ეპიცენტრი ათენიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა.