გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხარის რწმუნებულმა მოინახულა

2-08-2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ბაკურიანში მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერა.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში დღეს აქტიურად მიმდინარეობს: სოფ. მიტარბის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დიდველის საპარკინგე ადგილის მოწყობა, შემოვლითი გზის მშენებლობა, „წრიული“ გზის რეაბილიტაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, „მელისის” დასახლებაში გზის მოწყობა. 

პარალელურად მიმდინარეობს ბაკურიანში დარჩენილი ქუჩების პროექტირება, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს განხორციელდება. უახლოეს მომავალში დაიწყება: სტადიონის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია, დიდველის მიმართულებით, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა. უკვე დასრულებულია: წაღვერი-ბაკურიანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ბაკურიანში ტრენაჟორების მოედნის მოწყობა პროექტები ფინანსდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან. 

დაბა ბაკურიანში მიმდინარე პროექტები რწმუნებულთან ერთად რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ დაათვალიერეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930