გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტიების დაფინანსების სისტემა იცვლება

5-08-2019

“შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას”,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, საზოგადოებას საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარტიების დაფინანსების და მისი გამჭვირვალობის, უფასო საეთერო დროის განაწილების, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობისა და კონტროლის, პარტიების რეგისტრაციის და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ წარუდგინა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, შეხვედრას გაფართოებული ფორმატით მართავს. კონსულტაციების მესამე რაუნდში, ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930