გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი 20% მაინც გვქონოდა, როგორი გათვლაც გვქონდა, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება

5-08-2019

„ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციის კიჟინი ტურიზმის რუსულ ბაზარზე მიბმის შესახებ მხოლოდ უპასუხისმგებლო დადესტრუქციული პოლიტიკური განცხადებები იყო“-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გვაქვს ზრდის ტემპის სრული შეჩერება და ტურისტული ვიზიტების ჯამური ზრდა მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც წინა თვეების ინერციის დამსახურებაა. 

„2019 წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი, რომლითაც ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.

იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი გვქონოდა 20% მაინც, როგორი გათვლაც გვქონდა, რადგანაც ივლისიდან იწყებოდა პიკური სეზონი, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აჭარაში, სადაც ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს ტურისტების შემცირება. აჭარაში ივნისთან შედარებით ივლისში ექვსჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი, განსაკუთრებით რუსეთიდან.

ყურადსაღებია ივნისის მონაცემები, რადგანაც ამ თვის სტატისტიკა ყველაზე კარგად გვაჩვენებს ტურიზმის ზრდის დინამიკას სანქციებამდე. 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ივნისის მონაცემები აჭარაში გაზრდილია 40 პროცენტით. 140 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა აჭარაში 2018 წლის ივნისში, ხოლო 2019 წლის ივნისში გვყავდა 195 ათასი ვიზიტორი(სარფი და ბათუმის აეროპორტი).

სეზონის პიკი იწყება ივლისიდან, როცა 2018 წელს აჭარაში გვყავდა 220 ათასი ვიზიტორი. 40 პროცენტიანი თეორიული ზრდის შემთხვევაში 2019 წლის ივლისში აჭარაში პირდაპირ ჩასული ტურისტების რაოდენობა 300 ათასს გადააჭარბებდა. ამის ნაცვლად კი 2019 წლის ივლისში მივიღეთ მხოლოდ 234 ათასი ტურისტი, რომელიც აჭარაში ჩავიდა. ცხადია, რომ ეს შემცირება ვიზუალურადაც შესამჩნევია და ფინანსურადაც.

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სექტორის შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ აისახება მოსახლეობაზე. დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მათ შორის ლარის კურსზეც.

მნიშვნელოვანია, რომ სტატუს-კვო აღდგეს და მოიხსნას ის სანქციები და ნეგატიური ფონი, რაც აკარგინებს საქართველოს ტურისტებსა და შემოსავლებს“-აცხადებს ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930