გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე: ვერცერთი სახელმწიფო უწყება გამართულად და გეგმაზომიერად ვერ მოქმედებდა იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები

8-08-2019

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული კომისია კონკრეტული შემადგენლობით, რომელიც მაშინდელ ვითარებას სწორად შეაფასებს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას "ტვ პალიტრის"  გადაცემაში „360°.

მისი თქმით, არის კითხვები, რომელზე პასუხებიც დღემდე არ აქვს - გააჩინეს თუ არა მოსახლეობაში იმის განცდა, რომ მთავარი იყო დაწყება და დანარჩენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდნენ, ყველანაირი ძალა ეღონათ რომ არ წამოგებულიყვნენ პროვოკაციაზე? იმ დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იძლეოდა თუ არა თუ არა იმის საბაბს, კონცერტი გაემართა წინა ხელისუფლებას დედაქალაქის ცენტრში?

„ვერცერთი სახელმწიფო უწყება გამართულად და გეგმაზომიერად ვერ მოქმედებდა იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ფაქტობრივად მოკლებული იყო ყველა სამხედრო უზრუნველყოფის ნაირსახეობების ეფექტურ მოქმედებას. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა - ეს ხდებოდა არცოდნით, თუ ეს ხდებოდა სპეციალურად, წინასწარი განსაზღვრით. როდესაც საუბრობდნენ გულში მჯიღის ცემის რიტორიკით და როცა მრავალმილიონიანი დაფინანსებით იყო ე.წ. სარეზერვო მომზადების პირადი შემადგენლობა მობილიზებული, რელურად დავინახეთ, რომ, არცერთმა მიმართულებამ ეფექტურად არ იმუშავა. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის ღირსება შერჩა ამ პირტიტველა ვაჟკაცების ამარა, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვის ფასად შეუნარჩუნეს ქვეყანას ღირსება. სად იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, სად იყო ის მრავალმილიონიან ბიუჯეტიანი ინსტიტუციები, როგორიც იყო თავდაცვის სამინისტრო, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები? „ - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი ტქმით, რუსეთი რომ მტერი და ოკუპანტია, ამაზე საუბარი არ არის! საუბარია, რამდენად სათანადოდ იყო სახელმწიფოს მოქმედება მტერთან და ოკუპანტთან.

„თავისი უცოდინრობით, თუ უპასუხისმგებლობით შეუწყეს თუ არა ხელი ოკუპანტს კონკრეტულმა მოხელეებმა ან გუნდმა იმას, რომ თავისი ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში - აშშ წარმოაჩინეს, როგორც ერთერთი უსუსური მოთამაშე. მათმა მოქმედებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ქვეყანამ დაკარგა არა მარტო ტერიტორიები არამედ დაკარგა რეგიონში დომინანტის პოზიცია. ან მანამდე პროცესები როცა ახალგორის რაიონი მიუერთეს ცხინვალის რეგიონს, იმავე დროს როდესაც კოდორის ხეობას გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი?" - განაცხადა კობა კობალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930