გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: "ნაცმოძრაობა" მავნებლობით იყო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაკავებული, ახლა ოპოზიციაშია და იგივეს აგრძელებს

8-08-2019

„ნაციონალური მოძრაობა“, ეს მართლა შავი ჭირი, როცა ხელისუფლებაში იყო, მავნებლობით იყო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაკავებული, ეხლა ოპოზიციაშია და იგივეს აგრძელებს“, - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. 

სესიაშვილი არ აპირებს „მდაბიო პოლიტიკურ დისკუსიაში“ შესვლას, ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს. 

„მე იმ მდაბიო პოლიტიკურ დისკუსიაში ვერ შევალ სადაც ვიღაცისთვის საინტერესოა 7 იყო თუ 8 აგვისტო. ამ დისკუსიაში ვერ შევალ ერთი მარტივი მიზეზის გამო. საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთი არის ოკუპანტი, მან განახორციელა სამხედრო აგრესია. არა მხოლოდ სამხედრო აგრესია, გენოციდიც კი მოაწყო, ეთნიკური ნიშნით მოახდინა სიტუაციის შეცვლა და ქართული სოფლები პირწმინდად გაანადგურა. რაც შეეხება სააკაშვილს, მან ყველაფერი გააფუჭა რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. მან პირდაპირ ომში ჩაგვითრია და თან ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ გამოიჩინეს, ვერც ქვეყანას მართავდნენ, ვერც კრიზისს, ვერც ჯარს, მარტო გაქცევა იცოდნენ. და დღეს ეს პოლიტიკური ძალა გამოდის და მესაუბრება შვიდში დავიწყეთ ომი თუ რვაში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მისი თქმით, რუსეთს სურდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, კრემლს სურდა, რომ ნატოს გაფართოვება შეეჩერებინა.

"ამის დიდი პერსპექტივები ჰქონდა საქართველოს და იმის ნაცვლად, რომ სწორი პოლიტიკა განეხორციელებინა, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა იმ ფორმით, რომ საბოლოო ჯამში ომში ჩათრეული აღმოვჩნდით. ჩვენ თუ ვამბობთ რომ რუსეთი მტერია და კრემლი მტერია, სამწუხაროდ მას მოკავშირე აღმოუჩნდა, იმის ნაცვლად რომ ეს ომი თავიდან აგვერიდებინა ამაში ჩაგვითრიეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930