გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა

8-08-2019

თბილისის საქალაქო სასამართლო "ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა დატოვა.

მისი თქმით, გამოკითხვაზე მან პასუხი გასცა 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

"ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე შეკითხვები, სადაც არც დაზარალებულია და არც მომჩივანი, იწვევს დიდ ეჭვს. ეს არის სრული იდიოტიზმი.

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები ტელევიზიაზე", - განაცხადა წერეთელმა სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ.

მისივე განცხადებით, მას შეკითხვები 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციების შიდა დეტალებთან დაკავშირებით დაუსვეს.

"დამისვეს შეკითხვები შიდა დეტალებზე, რაზეც განვუცხადე, რომ არ ვიცი. სასამართლოს თემებზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს. საქმე ეხება ჩემი ოჯახის წევრს, მამაზე უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა", - განაცხადა ვატო წერეთელმა.

პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს ვატო წერეთელთან ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდა.

"გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები. მან პასუხი გასცა თითქმის ყველაფერზე, რომ არ ახსოვს. შეკითხვები ტრანზაქციებთან დაკავშირებით გვქონდა", - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031