გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“გილოცავთ! ტანკმა ორჭოსანთან აუხვია” - ფეისბუქპლატფორმაზე "გაიცანი ოკუპანტი" მომხმარებლები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან

8-08-2019

„ომი დაიწყო! - თითქმის შეუძლებელია გაიაზრო, თუ რა შინაარსს ატარებს ეს წინადადება, როდესაც შენთვის, მშვიდად ზიხარ ოთახში კომპიუტერთან. მაშინ სტუდენტი ვიყავი.მახსოვს, როგორ ველოდი ხელისუფალთა განცხადებებს. ერთერთი დადასტურებით გვამცნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ასევე მოგვიწოდებდა მტრისგან დანა-ჩანგლით დაგვეცვა თავი. იმასაც გვილოცავდნენ, რომ რუსულმა ტანკმა ორჭოსანისთან აუხვია. სრული აგონია სუფევდა", - ამის შესახებ 29 წლის ნათია სოციალურ ქსელში ახალ პლატფორმაზე ,,გაიცანი ოკუპანტი“, წერს.

„ომი დაიწყო! - თითქმის შეუძლებელია გაიაზრო, თუ რა შინაარსს ატარებს ეს წინადადება, როდესაც შენთვის, მშვიდად ზიხარ ოთახში კომპიუტერთან. მაშინ სტუდენტი ვიყავი. ლაღი, მხიარული, მიზნებით სავსე გოგო, რომელიც ისრუტავდა ნებისმიერ ინფომაციას. ვფიქრობდი, რომ უკვე გავიზარდე და ყველაფერი შემეძლო. საუცარი უსუსურობა ვიგრძენი ამ ფრაზის მოსმენისას. „ომი დაიწყო“ - და შენ ვერაფერს შვები, არაფერი შეგიძლია. ერთი რაც ფაქტია, გრძნობ, რომ თითქოს სამუდამოდ დაკარგე სიმშვიდე. მახსოვს, როგორ ველოდი ხელისუფალთა განცხადებებს. მინდოდა მათ სიტყვებში იმედი ამომეკითხა. ერთერთი დადასტურებით გვამცნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ასევე მოგვიწოდებდა მტრისგან დანა-ჩანგლით დაგვეცვა თავი. ტელევიზორიდან იმასაც გვილოცავდნენ, რომ რუსულმა ტანკმა ორჭოსანისთან აუხვია… სრული აგონია სუფევდა. მე ვერ ვხვდებოდი რა შემეძლო და საერთოდ რაიმე შემეძლო, თუ არა. საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა - მე ვერაფერი გავაწყე მტერთან. მე - დავმარცხდი! ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, არა, ძალიან უკან დაბრუნება, ისე უკან, რომ იმ საზარელ უსუსურობის განცდას ჩემამდე ვერ მოეღწია“, - წერს ,,ფეისბუქის“ მომხმარებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930