გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერშიპის და მმართველი გუნდის ღალატის და დანაშაულის ისტორია - გური სულთანიშვილის ბლოგი აგვისტოს ომზე - POSTV (ვიდეო)

8-08-2019

„შეიძლება მიშა გეზიზღებოდეს მაგრამ მის ნარატივში შენდაუნებურად ჯდებოდე. ამის ყველაზე კარგი მაგალითი აგვისტოს ომის ინტერპრეტაციებია“ - ინტერეტ ტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი საკუთარ ვიდეობლოგში აგვისტოს ომსა და მის "მიშისტურ" ინტეპრეტაციებს მიმოიხილავს.

როგორც ავტორი ამბობს, მთელმა განვითარებულმა მსოფლიომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ ომის შესახებ ტალიავინის კომისიის დასკვნიდან იციან, ჩვენ კი მხოლოდ ნაციონალების გამოგონილი ისტორიით, იმ მიზეზით, რომ დაემალათ საკუთარი ბრალეულობა.

„იმ ხელისუფლებამ, საკუთარი დანაშაულების გადაფარვის საპირწონედ პატრიოტიზმის კარნავალიზებული ფორმა შემოგვთავაზა, რომელიც ანტირუსულ ნარატივს დაეფუძნა. რუსეთის ინტერესებს ატარებდა ყველა ვინც ეწინააღმდეგებოდა მათ. რა იყო ის დანაშაული რისი გადაფარვაც სურდათ.

1. წაგებისთვის განწირული ქვეყანა;

2. ბრძოლის ველზე მიტოვებული მეომრების ცხედრები;

3. პარტნიორი ქვეყნების დამტკიცებული გეგმის განზრაც ჩაშლა;

4.თავადვე დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობბა დაბომბვამ და რუსეთმა საპასუხო ქმედებები განახორციელა. 

5.პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც 9 აგვისტოს გამოსცა და წერია რომ რუსეთი მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა, ანუ ოფიციალურად გაუპრავა რუსებს მათი აქტი.

ესაა პოლიტიკური ლიდერშიპის და იმ პერიოდის მმართველი გუნდის ღალატის და მეორე მხრივ დანაშაულის ისტორია, აქეთა მხრიდან კი , სამხედროების და მეომრების გმირობის, იდეის გამო საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ისტორია. აგვისტოს ომში, რუსეთი რომ ბოროტებაა ამაზე არავინ დაობს, აქ მეორე დამნაშავეა ის, ვინც ეს ბოროტება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა, გაწირა ხალხი, მიატოვა ჯარისკაცები, გაიქცა ქვეყნიდან და ხელი შეუწყო მათ შემოყვანას. ამის შემდეგ რუსეთზე საუბარი და ანტირუსული აქტები მათი მხრიდან ისეთივე პარადოქსული და შეუთავსებელია, როგორც ცნობილი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ანტიტერორისტულ მოძრაობას სათავეში რომ ჩაუდგეს” - ამბობს ვიდეობლოგის ავტორი.

ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=fPVVNgUPCcs

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930