გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებს პირადად მივაწოდე

1-09-2019

პოლონეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას, კერსტი კალიულაიდს შეხვდა. 


შეხვედრისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ სიტუაციასა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საოკუპაციო ხაზს ის უწოდებს ბოროტების ხაზს და გასულ კვირას ის უშუალოდ ჩაერთო პროცესებში.


„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც პირადად მე ბოროტების ხაზს ვუწოდებ. გასულ კვირას უშუალოდ ჩავები პროცესებში, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებისთვის პირადად მიმეწოდებინა“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.


შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობას და იმას, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო მჭიდრო ორი ქვეყნის თანამშრომლობა.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930