გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

16-09-2019

„მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს“, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინდიმტჩევმა განათლების რეფორმა ტექნოლოგიების მიმართულებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას გააჩნია ამბიციური და პროგრესული გეგმა, თუ როგორ უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.

„რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მომისმენია. პრეზენტაციიდან ჩანდა, რომ სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, გააზრებული აქვს, თუ რა გავლენა ექნება მას სწავლების ხარისხზე. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს იქნება სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველა სტუდენტის, პედაგოგის წარმატების წინაპირობა.

ჩვენ გვაქვს მაიკროსოფტი და არაერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში. გვყავს ათასობით მომხმარებელი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე მოხდა ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტში. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კალინ დიმტჩევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930