გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება

23-02-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან, რომელსაც ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მისიამ ოთხი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და მათთან blockchain - ტექნოლოგიების არსებულ ვითარებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა.


შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოში blockchain - ის ტექნოლოგიების განვითარების ხარისხი. მისი თქმით, საქართველო ინოვაციების მიმართულებით სწრაფად ვითარდება და მას დიდი პოტენციალი აქვს.


ჰანს ტიმერი ასევე დაინტერესდა საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვითა და სამომავლო გეგმებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930