გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და არაბეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23-02-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების" ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორივე მხარის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერამდე პირდაპირი რეგულარული ფრენები განახორციელონ და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმონ.


მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საავიაციო სფეროში დადგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება. შეთანხმების პროექტის მიხედვით, შეუზღუდავია დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობა, ტევადობა და სიხშირე. ამასთან, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, თავად განსაზღვრონ ტარიფები, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.


მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღმავებას.


„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ საუდის არაბეთის ავიახაზების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამომავლო თანამშრომლობით“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930