გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავამ ძირითადი კომიტეტების სხდომაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ისაუბრა

23-02-2018

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სოფიო ქაცარავამ, დელეგატებს, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპო ლომბარდის მიერ მიგრაციის საკითხებზე წარდგენილი ანგარიშის საპასუხოდ მიმართა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის - იტალიის პრიორიტეტიცაა. სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე, რაც ბოლო 20 წლისმანძილზე, საქართველოს უდიდეს პრობლემად რჩება. ქართველმა დელეგატმა ხაზი გაუსვა ამ გამოწვევის ეუთო-ს სივრცეში არსებობას.

„წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930