გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე: გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა ცხინვალში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დროული რეაგირება მოხდეს

24-02-2018

„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით, ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ცხინვალში გარდაცვალების ფაქტის შესახებ კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები. მიხეილ ჯანელიძის თქმით ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ამგვარი მექანიზმების შექმნა.


„რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ და ვერანაირი დაბრკოლება ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის“ - აღნიშნა მინისტრმა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ასევე, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარე მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.


„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენ საზოგადოებებს და არ მისცემს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ამ პროცესის ხელის შეშლის შესაძლებლობას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930