გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო მედია მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძეც მიიღებს მონაწილეობას

24-02-2018

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები, Associated Press, The Washington Post“ და New York Times მოლდოვაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურებიან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად გაუძღვება.


Associated Press-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული აგრესია შეშფოთების მიზეზად რჩება.


მისივე ცნობით, კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უხელმძღვანელებენ, მსჯელობის მთავარი თემა „ევროპასთან ინტეგრაციის საერთო მისწრაფებები და რეგიონული უსაფრთხოება იქნება“. ასევე, აღნიშნულია, რომ „სამივე ქვეყანა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას“.

Associated Press-ზე დაყრდნობით, კიშინოვში 2 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციიას ეხმაურებიან The Washington Post და New York Times.

საერთაშორისო კონფერნეცია - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ 2 მარტს, კიშინიოვში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930