გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

24-02-2018

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო.


მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება - მოეწყობა ბორდიური, ფეხითსავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


„უწერის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე განხორციელდება და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვანხორციელებთ. ამასთანავე, უწერის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათ გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოები გავაცანით“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930