გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის წარმომადგენლებმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

24-02-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე,საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.


კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვენების საკითხზე.


„ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადაში და ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მათ ე.წ. გამოძიებასთან, ამ მიმართულებით მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცაღა ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია, ადამიანებმა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია რაც შეიძლება მალე. ცხედრის გადმოსვნებასთან დაკავშირებით ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ პოზიცია შეცვალეს. მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს. ცხელი ხაზით მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ მათგან”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930