გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

26-02-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ,,MERCEDES BENZ''- ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ''წითელი ხიდის'' გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031