გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

26-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

 

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.ბ.-მ 2017 წლის 9 დეკემბერს, ქ.თბილისში, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე დას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი თმებში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ლ.ბ. 2017 წლის 18 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

           თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031