გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“გული მიკვდება, მირჩიეთ რა ვქნა ” – პაატა ბურჭულაძე პოსტს აქვეყნებს

23-10-2019

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“არ ვიცი რა ვქნა მეგობრებო, მირჩიეთ… თითქმის ყოველ დღე ვიღებ წერილს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან, ზოგი პიდაპირი გაგებით პურის ფულს ითხოვს, ზოგს წამლის ფული უჭირს, ზოგსაც შვილისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა არ გააჩნია. ვიდრე ეს მავნებელი ხელისუფლება ივანიშვილის თაოსნობით ფონდ „იავნანას“ დაარბევდა, ვახერხებდით დახმარებას. ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს. ძალიან მძიმე სოციალური ფონია ჩვენს გარშემო, დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა. დღეს საკუთარ ქვეყანაში დამცირებულია, აღარ დაედგომება და უცხოეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლაში ითხოვს დახმარებას. სამწუხარო ის არის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ გადახვეწაში დახმარებას მთხოვენ. მითხარით ბატონებო, დავეხმარო? მართლა გული მიკვდება, ასეთი ხალხი თუ წავიდა ქვეყნიდან, თუკი საქართველო დაიცალა ქართველებისგან, ვინ დარჩება აქ? მირჩიეთ რა ვქნა?” – წერს პაატა ბურჭულაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

metronome

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930