გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან

5-11-2019

საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი საქართველოს ეწვევიან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. კონგრესმენები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში, კონგრესმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. კონგრესმენები ეწვევიან ბათუმისა და ფოთის პორტებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

ადამ კიზინგერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჯარო გამოსვლებში გამოიხატება. კიზინგერი არის აშშ-ის კონგრესის მიერ 2019 წელს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაინიციატორი; ასევე კიზინგერის ხელმოწერაა 29 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლისთვის მიწერილ წერილში, სადაც საუბარია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. კიზინგერი აქტიურად გამოდის კონგრესის მოსმენებზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გზავნილებით და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში. კონგრესმენი კიზინგერი საქართველოს მეორედ სტუმრობს. კონგრესმენი მუნი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტის წევრია და რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ფინანსები და ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოს პირველად ეწვევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930