გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თებერვალში ინფლაციამ 0.2% შეადგინა

2-03-2018

მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,7 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (10,4 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,9 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1,6 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,09 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (2,3 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (0,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (2,1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმელზე (-5,4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, რაც 1,04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6,2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3,3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,7 პროცენტი), თევზეული (2,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2,9 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3 პროცენტით, რაც 0,35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5,7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,6 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930