გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიღნაღში სიძემ სიმამრი მოკლა

3-12-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა. 61 წლის ილია ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი.

საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი, ამ დროისთვის მიმალვაშია.

"პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930