გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

11-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“ ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას - ProQA ნერგავს.

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება - საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო.

სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო / სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

"სწორედ, აღნიშნული პროტოკოლების მეშვეობით, ოპერატორი ზარის ინიციატორისგან მაქსიმალურად მცირე დროში იღებს სრულყოფილ, ამომწურავ და რეალურად საჭირო ინფორმაციას გადაუდებელი დახმარების შემთხვევისა და მისი სიმძიმის შესახებ.

მოქალაქეებს შევთავაზებთ კიდევ უფრო უკეთეს სერვისს. ცენტრის მუშაობის ხარისხი, გამოძახების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება"-აცხადებენ 112-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031