გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წელს ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

5-03-2018

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% ( 88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა. 
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202). 
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930