გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

13-01-2020

ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა დანით დაჭრა.


34 წლის ქალს გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი კვლევებისთვის ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.


ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმის ლალი დამენიას განცხადებით. დაშავებულის მდოგმარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც თვითონ აღწერს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ", - აღნიშნა ლალი დამენიამ.


გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი უკვე დაკავებულია.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ორი წლის ვადით.



sputnik-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930