გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

7-03-2018

სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჟიული შარტავას გმირობის ეპიზოდები გაიხსენა. 
სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანეს. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.
ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031