გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა კახა კალაძეს: უწიგნური ხარ და ეტყობა კითხვაც არ იცი

3-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კალაძე აცხადებს, რომ უგულავას, 50 მილიონის მოპარვა აღიარებული აქვს.


უგულავა კალაძეს უწიგნურს და მატყუარას უწოდებს და აცხადებს, რომ მას ამ საქმეთან დაკავშირებით ჩვენება არ მიუცია და მით უმეტეს ბრალი არ უღიარებია.


„მედავებიან იმას, რაც ბატონ კალაძეს გაასკეცებულად აქვს გაკეთებული. გავსებული აქვს მერია უვიცი ქოცებით და პარტაქტივით. ამიტომ, როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაცა მოვიპარე, ვუპასუხებ: ბატონო კახი ხარ უვიცი და უწიგნური. ეტყობა არ იცი კითხვა და ისიც, რომ ამ საქმეზე ჩვენებაც კი არ მიმიცია! თქვენ ხართ უწიგნური, ხართ მატყუარა და ცდილობთ ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში. დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი განცხადება და ჩვენება, რომელსაც ხელი მოვაწერე და ვაღიარე, რომ 50 მილიონი მოვიპარე“, - განაცხდა გიგი უგულავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930