17-02-2020
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულს უნდა ძალიან კომპლექსური მიდგომა და აქ მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალურ ტრაფიკზე და ნარკოტიკების გამსაღებლებზე მუშაობა.
მისი თქმით, ნარკორაელიზატორს მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუფრომდეს თუ იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი. არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. არ უნდა მიიღოს სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ის, როცა ნარკორეალიზატორი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამხელს ქსელის სხვა წარმომადგენლებს. ასევე შესაძლებელია ნარკორეალიზატორების მიმართ სანქციების დამძიმება, ვინაიდან ამ შემთხვევაში სანქციის სიმძიმე არის ის პრევენციული მექანიზმი, რაც დამნაშავეებს დააფიქრებთ, რამდენად უღირთ ჩაერთონ ამ უკანონო საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.