გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს

12-03-2018

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 21-23 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო და განაცხადა, რომ წარმოდგენილ დღის წესრიგს ოთხი საკითხი - მესამე მოსმენისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტი და საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები დაემატება.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი დააყენა. მისი განცხადებით, ფრაქცია უახლოეს პერიოდში პარლამენტს დროებითი კომისიების შექმნის წინადადებით მიმართავს, რომელზეც სხვადასხვა კომისიის, მათ შორის, საყდრისის საბადოს აფეთქების და ბუნებრივი წიაღისეულის განკარგვის თემაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნის პასუხად პროცედურა განმარტა და განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ოპოზიციას შესაძლებლობა აქვს საკუთარი საკითხების განხილვა უზრუნველყოს.

„პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს საკუთარი საკითხების განხილვა და მოგიწოდებთ რომ ეს მექანიზმები გამოიყენოთ. არანაირი პროცედურული დაბრკოლებები არ იქნება ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. დეპუტატები საორგანიზაციო საკითხებს და ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებსაც გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930