გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

12-03-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 14 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაშიმონაწილეობას მიიღებს. 


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტზე იმსჯელებენ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე და კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციის პროექტებს.


იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საკითხი და კოპენჰაგენის დეკლარაციის პროექტი ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის შესახებ მომავლის ევროპაში.


კომიტეტის წევრები გაცნობით მემორანდუმებს განიხილავენ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შარიას სამართლის თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა - ევროპის საბჭოს და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის გამოწვევა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები სასამართლო განხილვის გარეშე: უპირატესობები და რისკები.


სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხებზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930