გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სითი პარკი“ მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

13-03-2018

კომპანია „სითი პარკი“ დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. 
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას აღნიშნული კომპანია სასამართლოში გაასაჩივრებს. 
„სითი პარკი“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხას მოითხოვს. 
„კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, რომლებიც დასრულებული არაა. ეს განცხადება აუცილებლად ზეგავლენას იქონიებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულირებაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. კომპანია დაიცავს თავის ინტერესებს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში და მოითხოვს საკომპენსაციო თანხას“- განაცხადა სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930