გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-03-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის IIIმასივის ზემო პლატოს, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, ალეკო გობრონიძის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან18 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის, ალექსი გოგოლაურის და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან18 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10:30 საათიდან 11:30 საათამდე სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930